სალომე ზურაბიშვილი – შესანიშნავი საუბარი მქონდა ილონ მასკთან, მოუთმენლად ველოდები, რათა მას ჩვენს ქვეყანაში მივესალმო

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელთან, მილიარდერ ილონ მასკთან პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ილონ მასკთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
“შესანიშნავი საუბარი ილონ მასკთან საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. მოუთმენლად ველოდები, რათა მივესალმო მას ჩვენს ქვეყანაში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




