
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“,- წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.
თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე 25 და 26 აპრილს აფეთქებებისა და სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა. მომხდარის გამო მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს