
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში ჩავიდა.
ზურაბიშვილმა ფოტო Instagram-ის პირად გვერდზე შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან, იმ გალერეიდან გამოაქვეყნა, სადაც დღეიდან ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა იწყება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
სალომე ზურაბიშვილი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკვე იმყოფებოდა გერმანიაში, ბელგიასა და საფრანგეთში.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის უარის მიუხედავად, ახორციელებს ვიზიტებს, რითაც არღვევს კონსტიტუციას და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს