
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია წელს უკრაინელ ქალებს ეძღვნებათ, რომლებიც დღესაც, წელიწად-ნახევრის შემდეგაც, ჭურვების ქვეშ არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
“მინდა, თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მობრძანებისათვის პირადად გადაგიხადოთ მადლობა ყველას – ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს.
ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების – მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად.
ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწად-ნახევრის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან.
დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში. დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისათვის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს