Logo

სალომე ზურაბიშვილი – თეატრალური უნივერსიტეტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია

პოლიტიკა
468
Frontnews image description

თეატრალური უნივერსიტეტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

“თეატრალური უნივერსიტეტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია! უნივერსიტეტის რექტორი შაუტაშვილი მახსენდება იმით, რომ მარო მაყაშვილის შთამომავლობით თავს იწონებდა. ის ვერ გაიაზრა, რომ დღეს გარიცხული სტუდენტები მარო მაყაშვილის ნამდვილი შთამომავლები არიან, თვითონ კი მისი მკვლელი ბოლშევიკების შთამომავლად იქცა!” – წერს ზურაბიშვილი.

10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს.

Advertisement