სალომე ზურაბიშვილი – თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო “მტკიცებულებაა”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა. მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო “მტკიცებულებაა”: რუსეთის მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა 300 000 დიასპორის ამომრჩეველმა გადაარჩინა… ჩვენი ძლიერი დიასპორის 1000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს, ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს მისცეს”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




