
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია, რის შესახებაც საუბრობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
“მე ყოველდღიურად დიდი ყურადღებით ვარ, ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის ასევე. ჩემი ადმინისტრაციიდან რეგულარულად ხვდებიან ხან “ემპათიას“, ხან სხვა კონსილიუმს, დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა. მე მიმაჩნია ყველაზე სწორი გზა არის, თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული, დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოზე და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.
თუ კი დაიდება დასკვნა, რომ მისი ჯანმრთელობა ამ დონეზე არის დაზიანებული და იმედი მაქვს ეს ასე არ არის, ეს არის ვექილების ვალდებულებაა, რომ ეს დასკვნა შეიტანონ სასამართლოში.
ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონსილიუმზე, მათ დასკვნაზე, რომელიც უნდა იყოს ძალიან მკაფიო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს