სალომე ზურაბიშვილი – თუ რუსეთი აღმოაჩენს, რომ მისი სტრატეგია საქართველოში წარმატებულია, უფრო მეტს გააკეთებენ ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგ


ავტორი
Front News საქართველო
თუ 29 დეკემბერს ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს მართოს დემოკრატიული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ კავშირი დასავლეთთან.
“ჩვენ არ გვინდა, გავხდეთ ბელარუსი, ამიტომ არიან მოქალაქეები ქუჩაში. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს ეგზისტენციალურია. ახლა დროა, რომ ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მიიღონ ახალი რეალობა, რომ რუსეთი ცდილობს მართოს დემოკრატიული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ კავშირი დასავლეთთან და ეს მოახერხოს არჩევნებით. ჩვენ არ გვაქვს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია პრეზიდენტის გარდა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საერთაშორისო დამკვირვებლები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ ლეგიტიმურად მიიჩნევენ თუ არალეგიტიმურად მიიჩნევენ. თუ რუსეთი აღმოაჩენს, რომ მისი სტრატეგია საქართველოში წარმატებულია, მე გპირდებით, რომ ისინი უფრო მეტს გააკეთებენ ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგ. თუ 29 დეკემბერს ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს