Logo

სალომე ზურაბიშვილი – თუ საქართველო ისევ რუსეთის კონტროლის ქვეშ ჩავარდება, შედეგები იქნება ძალიან მძიმე

პოლიტიკა
18.12.2024 / 12:38
Frontnews image description

საქართველოში ყველაფერი არის კონტროლირებული ერთი პარტიის, ან ერთი ადამიანის მიერ. თუ საქართველო ისევ რუსეთის კონტროლის ქვეშ ჩავარდება, შედეგები იქნება ძალიან მძიმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო 1921 წელში იმყოფება და მოვლენები მეორდება.

“ეს ყველაფერი დაიწყო არჩევნებამდე. შესაძლოა, მეც ვერ დავინახე ნათლად, როგორ მიდიოდა “ოცნება” რუსეთისკენ. ეს ყველაფერი დაიწყო 2019 წლის გავრილოვის ღამით. შემდეგ გაგრძელდა შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფით. შემდეგ მოვიდა უკრაინის ომი და პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს სანქციებს შეუერთდეს რუსეთისთვის. ასე მოვედით “რუსულ არჩევნებთან”.

გადამწყვეტი დრო დგას, იმიტომ რომ რამდენიმე დღე და თვეა, რაც ჩვენ, ფაქტობრივად, ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება.

ნათელია, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან ეს არის დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, ამ სიტუაციიდან გამოსვლისა, მაგრამ ეს არის ასევე თქვენი საკითხი. ეს ასევე ეხება ევროპას, ევროპის დამაჯერებლობას, კანდიდატის სტატუსის მიცემის შემდეგ საქართველოსთვის, ევროპამ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა სხვა გზით წავიდეს. არ უნდა დაუშვას ევროპამ, რომ მთავარი პრინციპები დაირღვეს, ეს არის ასევე ევროპის სტრატეგიული ინტერესის.

საქართველოში ყველაფერი არის კონტროლირებული ერთი პარტიის ან ერთი ადამიანის მიერ.

თუ საქართველო ისევ რუსეთის კონტროლის ქვეშ ჩავარდება, მე არ ვგულისხმობ სამხედრო ინტერვენციას, მე ვამბობ კონსტიტუციურ ინტერვენციას, შედეგები იქნება ძალიან მძიმე. ეს ეხება ყველაფერს რაც დაკავშირებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან. ეს ეხება სომხეთსაც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ხელისუფლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე ისაუბრა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები