
ავტორი
Front News საქართველო
თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე კითხვას “კონსენსუსი თუ იქნება, რამდენად ფიქრობს პრეზიდენტად არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობის მიღებას”.
“დავიწყებ პირველი კითხვით, შემდეგ არჩევნებში თუ მივიღებ მონაწილეობას, თუკი კონსენსუსი იქნება. ჯერ ერთი, არ ვიცი, ვისი კონსენსუსი უნდა იყოს, ეს იქნება იმ პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ ქართულ ქარტიაზე ალბათ, თუ საზოგადოებაში რაღაც ფორმით გამოხატული კონსენსუსი.
არაერთხელ მაქვს ნათქვამი და გავიმეორებ, მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო ვიქნები, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. და ჩემთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არის ერთი მხრივ, ჯერ გამარჯვება არჩევნებში, შემდეგ ამ ქარტიის შესრულება ძალიან მოკლე დროში, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც შეიძლება, ამბობდეს, ამას დიდი დრო უნდა – არ უნდა, ეს გადამოწმებულია და უნდა შევძლოთ, რადგან მე მინდა, ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს. ეს იქნება პრეზიდენტის როლში თუ სხვა როლში, ამას მომავალი გვიჩვენებს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. და თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს