სალომე ზურაბიშვილი - ტყუილი სიტყვები, რომ გვინდა დიასპორასთან მჭიდრო კავშირი, არ არის საჭირო, ჩვენ გვინდა რეალურად საქმე

ავტორი
Front News საქართველო
ტყუილი სიტყვები, რომ გვინდა დიასპორასთან მჭიდრო კავშირი, არ არის საჭირო, ჩვენ გვინდა რეალურად საქმე, რომ საქმეში ჩანდეს, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა და გვჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიასპორა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"დღეს 27 მაისი არის დიასპორის დღე და პირველ რიგში მინდა დიასპორას ჩვენ მოქალაქეებს საზღვარგარეთ, ყველას მივულოცო 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი დღე, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა მიზეზების გამო იძულებული გახდა, წასულიყო საზღვარგარეთ. ეს არის ის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს.
მე ცოტა არ იყოს გამიკვირდა დღევანდელი პრემიერის სიტყვა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მჭიდრო კავშირი საქართველოს სახელმწიფოსა და თავის დიასპორას შორის, რასაც ვეთანხმები, მაგრამ რასაც არ ვეთანხმები არის ის, რომ არა თუ მჭიდრო კავშირი, არამედ ყველაფერი კეთება და გაკეთდა, იმისთვის რომ ეს კავშირი იყოს, რაც შეიძლება შორეული და პრაქტიკულად გაწყვეტილი, იმიტომ რომ შენ, როცა ხელისუფლება არ აძლევ საშუალებას შენ დიასპორას, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როცა ყველა ბერკეტს იყენებ და ყველა ხრიკს იმისთვის, რომ ვერ მიიღოს დიასპორამ მონაწილეობა არჩევნებში მონაწილეობა და ერთი მილიონიდან ბოლო შედეგი არის ის, რომ რაღაც 34 000 შეძლო და მიიღო მონაწილეობა ეს ნიშნავს, რომ შენი მთავრობა, რომელიც არის საქართველოში, არ გაძლევს საშუალებას, რომ მიიღო მონაწილეობა. მეორე, რაც შეუძლია სახელმწიფოს და არ აკეთებს არის ის, რომ გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობის მიღება.
ტყუილი სიტყვები, რომ გვინდა დიასპორასთან მჭიდრო კავშირი, არ არის საჭირო, ჩვენ გვინდა რეალურად საქმე, რომ საქმეში ჩანდეს, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა და გვჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




