Logo

სალომე ზურაბიშვილი - ცოტა რუსული კგბ-შნიკური სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება

პოლიტიკა
187
Frontnews image description

ცოტა რუსული კგბ-შნიკური  სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

"ერთმა თქვა მაღიარეთო თუ არა… რას გიზამთო, და კიდევ თქვა მაღიარეთო და თან ყველაფერი რაც გაგაჩნიათ - ღირსება, რეპუტაცია და სინდისი - მე ჩამაბარეთო და გაგათავისუფლებთ… მონობისათვის!

ეს იგივე ლოგიკაა, რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში, ჩამბარდითო და თან ყირიმს წაგართმევთ სამუდამოდ, თან დონეცკსა და ლუგანსკს და ამის გარდა იცოდეთ არც შემიცვლია ჩემი პირველადი სამხედრო მიზანი: თქვენი განადგურებაო!

ცოტა რუსული კგბ-შნიკური  სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ!

მაგრამ ამას თავისუფალი ფიქრისა და აზროვნების უნარი სჭირდება…" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

Advertisement