სალომე ზურაბიშვილი – უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები გვესმის, რომლებიც არ ვიცი, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო, როცა გადაწყვეტილებას ველოდებით

ავტორი
Front News საქართველო
უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები გვესმის, რომლებიც არ ვიცი, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში. გვესმის უფრო სხვათა შორის პარტიის კუთხით უმრავლესობიდან, ისეთი განცხადებები, რომლებიც არ ვიცი, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს.
როცა ყველა იმას ელოდება, მომავალ კვირას რა იქნება, პირველი შეფასება კომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოსა და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე, რომლებიც ცოტა გაუგებარი არის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




