
ავტორი
Front News საქართველო
ადვილად რომ ვისტუმრებდეთ იმ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს დიქტატურისკენ მისწრაფება, მსოფლიო იქნებოდა სულ სხვა, ადვილად ვერ გავისტუმრებთ “ქართულ ოცნებას“, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი, რომ არჩევნები არ შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საზოგადოებამ იცის, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, ეს ნიშნავს იმას, რომ, არამხოლოდ, იმ ნაწილმა იცის საზოგადოების, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი, კიდევ უფრო, კარგად იცის, რამდენად გაყალბებული იყო არჩევნები “ოცნების“ მხარდამჭერებმა.
“უპირველესყოვლისა, ადამიანებს თავისი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ და თავისი ქვეყნის იმედი. უმთავრესია, რომ არ შევეგუოთ ამ მოპარულ არჩევნებს. ადვილად რომ ვისტუმრებდეთ იმ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს დიქტატურისკენ მისწრაფება, მსოფლიო იქნებოდა სულ სხვა, ადვილად ვერ გავისტუმრებთ “ქართულ ოცნებას“, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი, რომ არჩევნები არ შედგა. იმდენად მასიურად და სისტემურად გააყალბეს, რომ ყველასთვის ნათელია. ერთი თვეა, რაც მთელი დემოკრატიული მსოფლიო “ქართულ ოცნებას“ არ აღიარებს, რაც ძალიან იშვიათობაა, როდესაც ამ ფორმით გრძელდება არაღიარება. ჩვენ ვნახეთ ტრამპის შემთხვევაში, რომ მეორე დღესვე მიულოცა მსოფლიომ, ეს არის ნორმა და ასე ხდება, როდესაც არჩევნები ლეგიტიმურია, თუმცა, ეს საქართველოში არ მომხდარა. იყო საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება, სხვადასხვა განცხადებები, იყო გადაწყვეტილება, რომ იქნება ტექნიკური მისია და ეს ყველაფერი იმას გვაჩვენებს, რომ გარედან არავინ ეგუება ამას. როდესაც საზოგადოებამ იცის, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, ეს ნიშნავს იმას, რომ, არამხოლოდ, იმ ნაწილმა იცის საზოგადოების, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი, კიდევ უფრო კარგად იციან, რამდენად გაყალბებული იყო არჩევნები „ოცნების“ მხარდამჭერებმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს