სალომე ზურაბიშვილი – უნდა აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას


ავტორი
Front News საქართველო
ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, – ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
“საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.
ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.
ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას”, – აცხადებს ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – იზოლაციის საფრთხე ჩნდება, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი!

სალომე ზურაბიშვილი – პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის და არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა

“მგონია, სალომე ზურაბიშვილი შეეცდება და იმ გზას დაადგება, სადაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს მოირგებს”