სალომე ზურაბიშვილი უნგრეთს ავღანეთში მყოფი 6 ქართველის დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნგრეთს ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
“მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის. სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველები სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე”
თაგები:





