Logo

სალომე ზურაბიშვილი – ვამაყობ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით

საზოგადოება
761
Frontnews image description

დარწმუნებულები ვართ, ოლიმპიადა სავსე იქნება ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ვამაყობ ქართველი სპორტსმენების ხილვით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს გუნდს.

 

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოლიმპიადა სავსე იქნება ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით“, – წერს ზურაბიშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები