სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში, “სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწრება

ავტორი
Front News საქართველო
26 ივნისს სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში, “სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება, რომელიც პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართება, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან ,,სიქსტის კაპელაში“ ქართველები პირველად იმღერებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




