Logo

სალომე ზურაბიშვილი – ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა

პოლიტიკა
28.08.2021 / 00:19
Frontnews image description

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნების გადატანა-გადმოტანა ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება.

 

“მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც  უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

ამასთან, პრეზიდენტი ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ. 

 

“მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა, ცოდვა კი არა – სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას!”, – აცხადებს ზურაბიშვილი. ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები