
ავტორი
Front News საქართველო
უტიფრობის დემონსტრირებაა, რა ფორმითაც ილაპარაკა, ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს არგამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ბოკერიას თქმით, რაც საზოგადოებამ იხილა პრეზიდენტ ზურაბიშვილისაგან, საოცარი უტიფრობის დემონსტრირებაა.
"რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის დემონსტრირება საოცარი შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის უტიფრობის. ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგანაც. რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის და მერე ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუ თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია არ იყო და განხილვა არ იყო რომ ამის გამო საკამათო რაღაც მუხლები, ნებისმიერ წამს შეგიძლია, ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს