სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 მსჯავრდებულიდან 3 სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.
მისივე ცნობით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




