Logo

სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

პოლიტიკა
11.07.2024 / 14:37
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა.

 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს.

 

შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.

 

თაგები:

შეწყალება
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები