სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში ჩავიდა და დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს მიუსამძიმრეს.
ზურაბაშვილის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს.
თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი 2 ივლისს დაიღუპა.
სუ-25 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში ჩამოვარდა.
დაღუპულ პილოტს შაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს