
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, რექტორის მრჩეველმა და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ფარეშიშვილმა. ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან შოშიაშვილმა კი, ნიკო
ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და საქმიანობის მკვლევარები.
გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს