Logo

სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა

პოლიტიკა
991
Frontnews image description

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

 

ნანა მალაშხია ღირსების მედლით საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის დაჯილდოვდა.

 

1989 წლის 9 აპრილის მონაწილე ნანა მახარაძე კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის.

 

“მინდა, მოვიწვიო ორი ადამიანი – ნანა მახარაძე, რომლის სურათი გასცდა საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც 9 აპრილის სახეს. მეორე, ნანა მალაშხია, რომელიც გახდა ევროპული მომავლის საქართველოს სახე და გავიდა საზღვრებს გარეთ. ამით დავანახეთ მსოფლიოს, რა არის საქართველო, რა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.

 

მინდა, ვთქვა ისიც, რომ მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეძღვნება 9 აპრილის ქალებს, ასევე ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომლებიც ამ და სხვა პერიოდში იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები