
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზური, ოსური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი, ნაირა ბეპიევი და ლარისა ტუპცოკოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, წარმოჩენილი ქართველი მთარგმნელების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველო ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყო.
“ყველა მთარგმნელს გარკვეულწილად მაკავშირებელი ხიდის ფუნქცია გააჩნია, რომ ჩვენც გავაგებინოთ სხვებს თუ რა სიმდიდრე დევს ქართულ კულტურაში და ჩვენც გავიგოთ თუ რა სიმდიდრე არსბეობს სხვა კულტურებში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტმა თარჯიმნებს ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე პირადად გადასცა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს