Logo

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა

პოლიტიკა
408
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა. 

 

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა  ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი. 

 

ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები,  პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს. 

 

ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართეს.

Advertisement