სალომე ზურაბიშვილმა თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ზურაბიშვილმა მსახიობს სახელმწიფო ჯილდო ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა და ბრწყინვალების ორდენი პირადად გადასცა.
პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და გამძლეობა უსურვა.
თაგები:
მსახიობი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს