Logo

სალომე ზურაბიშვილსა და საბერძნეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პოლიტიკა
359
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და საბერძნეთის პრეზიდენტს, ეკატერინი საკელაროპულუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საბერძნეთში ხანძრის შედეგად შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობითა და საჭიროებებით დაინტერესდა.

 

“საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა ბერძენ ხალხს და იმედი გამოთქვა, რომ ამ ურთულეს გამოწვევას საბერძნეთი დროულად გაუმკლავდება.

 

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ეკატერინი საკელაროპულუს ამ ურთულეს ვითარებაში საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვისათვის.

 

საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუს საქართველში ვიზიტით მოიწვია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement