
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ქალაქ სალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით და სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “აფხაზეთის“ კონცერტი გამართა – შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით რუსლან აბაშიძემ მიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს გენერალურ კონსულს, ნოდარ კომახიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ქართული კულტურის საღამოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სალონიკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები ესწრებოდნენ.
თაგები:
ნანა გაბელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს