
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ თავდაცვის მიმართ ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ კრიტიკული შეკითხვებით შემოიფარგლა. მან გამოყო რამდენიმე კრიტიკული კითხვა, მათ შორის, ისაუბრა სალომე სამადაშვილის ბრალდებასა და „გირჩის“ წარმომადგენლების მოთხოვნაზე.
“ფაქტობრივად, არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა დღევანდელ „მინისტრის საათს“. მათ დასვეს კრიტიკული შეკითხვები, რომ ავიღოთ რამდენიმე ყველაზე კრიტიკული შეკითხვა, აქედან გამომდინარეც შეიძლება იმსჯელოს ჩვენმა საზოგადოებამ თუ რა შეკითხვები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას – სალომე სამადაშვილი გვაკრიტიკებს, თითქოს, ჩემს შვილს ბიზნესი აქვს ვინმე რუსეთის მოქალაქესთან, მაშინ, როდესაც ის ელჩი იყო ბრიუსელში და მინისტრი ჰყავდა რუსეთის მოქალაქე. მეორე, “გირჩის“ კრიტიკა, რომ 50-ლარიანი წვევამდელების ანაზღაურება გავზარდეთ 560 ლარამდე და რატომ არ არის ანაზღაურება 1200 ლარი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება უწყებას მეტ მოტივაციას აძლევს, რომ აბსურდული კრიტიკის სივრცეც არ დარჩეს.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს