სამანტა პაუერი – თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია

ავტორი
Front News საქართველო
USAID-ის ხელმძღვანელის სამანტა პაუერის განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია.
ამის შესახებ პაუერმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე USAID-ის სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის შესაძლებლობაზე სენატორი ჯინ შაჰინის კითხვაზე – “შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა USAID გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?” საპასუხოდ განაცხადა.
“მე ჯერ არ ვიცი როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორეს მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის გააგონონ მათი ხმა. მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, – განაცხადა USAID-ის ხელმძღვანელმა.
პაუერის განცხადებას სენატორი ჯინ შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება.
თაგები:
სამანტა პაუერი




