
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი.
"სამართალდამცველებმა, ბრალდებულების მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათების კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითაც დადასტურდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვას ცდილობდნენ.
პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 6 კილოგრამამდე „მეფედრონი", 10 აბი „მდმა“, 200 გრამამდე ,,ჰაშიში“, 3 აბი და აბის ნატეხი ,,სუბოტექსი".
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
ნარკოდანაშაული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს