Logo

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალი
151
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

"პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და  ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქე 1991 წელს დაბადებული ბ.ნ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.დ. დააკავა.

სამართალდამცველებმა ბ.ნ. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ხოლო ა.დ. კი საბაჟო გამშვები პუნქტ "ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები