
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეები.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „მდმ“, „კლეფედრონი“,„მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „ლიზერგიდი“, „კრატომი“, „კეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის - უკრაინის მოქალაქის მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მისთვის გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითაც დადასტურდა, რომ ბრალდებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების „კრატომის“ უკანონო შეძენა - შენახვას ცდილობდა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა უკრაინის კიდევ ერთმა მოქალაქემ, საპოლიციო ღონისძიებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
ნარკოდანაშაული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს