
ავტორი
Front News საქართველო
სამარცხვინოა, რაც დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება. სამარცხვინო საქციელია, თუ როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავებს მორწმუნეებს უწოდებენ, – ასე გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სალხინოს მამათა მონასტერში განვითარებულ მოვლენებს.
"აუცილებლად დალაგდება და მოწესრიგდება ყველაფერი. ღმერთი ადამიანს ხშირად აცდის, რომ გამოხატოს საკუთარი გულისწყრომა, მრისხანება თუ შეცდომა. გეგმა არსებობს, ცოტა ხანი დავიცადოთ და ყველაფერი დაწყნარდება“, – აცხადებს მიტროპოლიტი.
სალხინოს მამათა მონასტერში სიტუაცია დილიდან დაიძაბა. ერთმანეთს სასულიერო პირები და ეპარქიის წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს