სამაშველო სამუშაოები დასრულდა – 8 ივლისს რუსეთის თავდასხმას კიევზე 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია


ავტორი
Front News საქართველო
8 ივლისს რუსეთის თავდასხმას კიევზე 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
“სამწუხაროდ, ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მტრის დარტყმის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი“, – განაცხადა კლიჩკომ.
თავდასხმის შედეგად დაშავდა 121 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.
მაშველებმა ათი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
8 ივლისს რუსებმა უკრაინაზე კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს, გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათგან ერთ-ერთი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა.
თაგები:
კიევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა