Logo

სამების ტაძარი ამაღამ, 02:00-დან 03:00 საათამდე დროებით დაიხურება

Frontnews image description

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დროებით დაიხურება.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.

ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში.

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამებაში 24 საათის განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდი მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები