სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ ხელი დღეს მოაწერა.
ნინო ვიბლიანი აქამდე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა, ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოს დაინიშნა.
2012-2018 წლებში ნინო ვიბლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, 1997-2011 წლებში კი ჭუბერის საჯარო სკოლის პედაგოგი იყო. ნინო ვიბლიანი პროფესიით ეკონომისტია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს