Logo

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო

Frontnews image description

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ზუგდიდში მდებარე მემორიალური დაფა  ყვავილებით შეამკო.

"9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე  ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ამ დღის გმირებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან მისაბაძები მომავალი თაობებისთვის. 9 აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლა ჩვენი რეგიონის მკვიდრი 22 წლის აზა ადამია, რომელიც მედგრად იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა თავისუფლებისთვის“-აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის  სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ.

მემორიალთან, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. 

თაგები:

Advertisement