Logo

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალი
656
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ბ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,  ერთ-ერთ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის" შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ე.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა  და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement