Logo

სამეგრელოში გახარიას პარტია ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა

პოლიტიკა
08.09.2021 / 17:17
Frontnews image description

პარტია “საქართველოსთვის” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ დატოვა. მან კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

 

მანამდე გახარიას გუნდი ჩხოროწყუშიც დატოვეს, 6 სექტემბერს გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ალექსანდრე მოწერელიას ბიურო დატოვა მისმა თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ, მანამდე კი ლათათიას მსგავსად პროტესტის ნიშნად ბიუროდან წავიდნენ სალომე პაპავა და  გოგა თოლორდავა. 

 

გახარიას პარტიას პროპორციული სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბოლო დღეებია,  ტოვებენ.

Advertisement