Logo

სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

სამართალი
11 საათის წინ / 10:27
Frontnews image description

maka@frontnews.eu

ავტორი

Maka Bregvadze

admin

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს და 1998 წელს დაბადებულ დ.ო.-ს ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.
 
დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
 
"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 50 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი და გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები