სამეგრელოში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ ზესაშვილმა, სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა.
პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით.
საჯიჯაოში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. განყოფილებაში დასაქმებული პოლიციელები ხობის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს მოემსახურებიან.
შსს-ს ინფორმაციით, შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამომავლოდაც გააგრძელებს.
თაგები:
შსს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს