სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს


ავტორი
Front News საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
“ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს. მოქალაქეები, რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული მოტორიანი ნავის საშუალებით, უკანონო თევზჭერას თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული კეფალის სახეობის 51 კგ თევზი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭალისწყალზე მოქალაქე უკანონო თევზჭერას თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ქაშაპის სახეობის 1 კილოგრამამდე თევზი.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
თაგები:
უკანონო თევზჭერა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს