
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა.
ბანკში თავდამსხმელები სამუშაო დღის ბოლოს შეიჭრნენ, წაღებულია ფული, თუმცა ოდენობა უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ბანკში 2 თავდამსხმელი შეიჭრა, მესამე კი მათ ავტომობილით გარეთ ელოდებოდა, მძარცველებმა მიმალვა მოახერხეს, თუმცა ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჭრილია.
ძარცვის დროს ბანკში იმყოფებოდა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ერთ-ერთი თავდამსხმელი წვივის არეში დაჭრა. მეორე თავდამსხმელმა კი დაცვის თანამშრომელს იარაღი წაართვა.
ადგილზე ამ დროისათვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
თაგები:
საქართველოს ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს