“სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე”


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ.
"სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე. შეიცვალა პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა. თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. განახლდა საპატრულო ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობა და ავტოპარკი. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ფარული პატრულირების სამოქმედო არეალი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება. ახალი ცენტრების საშუალებით მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს