“სამიზნე მხოლოდ ჩვენი ქვეყანა არ არის” – ზელენსკიმ პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა შეახსენა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა პარტნიორ ქვეყანას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა გაახსენა, რათა რუსეთმა ომი ვერ მოიგოს.
“მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის ყველა პარტნიორს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჩვენს სახელმწიფოს და აგრძელებენ მხარდაჭერას. მუშაობა გრძელდება ევროპული სახელმწიფოების გუნდებთან უკრაინის გასაძლიერებლად, ახალი თავდაცვის პაკეტებით, უსაფრთხოების ახალი გადაწყვეტილებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ დიდი მხარდაჭერა მიიღო პარტნიორებისგან, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ გაჩერდეს.
“ომი რუსეთმა დაიწყო უკრაინის ფრონტზე, მაგრამ მისი სამიზნე არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა და ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ თავისუფალი სამყაროს მაქსიმალური კონსოლიდაცია და გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის დამარცხება. მოსკოვს სხვა არაფერი ესმის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს