სამხედრო ბაზების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და უწყების თანამშრომლებს უახლესი ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოემსახურება. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე კიდევ ერთი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა.
სპორტული დარბაზი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნეს.
სპორტული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და მაღალი ხარისხის თანამედროვე ტრენაჟორებით აღიჭურვა. სატრენაჟორო დარბაზთან ინტეგრირებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების სექცია, სადაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათ შვილებს შესაძლებლობა მიეცემათ დაეუფლონ ტრადიციულ საბრძოლო ხელოვნებას.
ღონისძიებას თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები უახლესი სავარჯიშო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს