სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამხედრო ბაზაზე მას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ უმასპინძლა.
გრიგოლ გიორგაძემ დასრულებული საცხოვრებელი ყაზარმები დაათვალიერა, სადაც განახლდა იატაკი, ჭერი, კედლები და სრულად აღიჭურვა ახალი საშხაპეებით. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემები, განხორციელდა კანალიზაციისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია. დასავლეთის სარდლობის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური მინი სპორტული მოედნის მოწყობაც იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულების შემდეგ მინისტრის მოადგილე სიმულაციურ კლასში საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფების სწავლების პროცესსაც დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მალე ქართულ ჯარი ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე იმსახურებს.
თაგები:
გრიგოლ გიორგაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს